GSI Pura მრგვალი ხელსაბანი დასადგამი/ჩასაშენებელი Ø40 სმ, მქრქალი აგავა
GSI Ceramica-ს Pura კოლექციის ელეგანტური მრგვალი ხელსაბანი, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი, მინიმალისტური დიზაინით. მოდელი უნივერსალურია – შესაძლებელია მისი დამონტაჟება როგორც ზედაპირზე (დასადგამად), ისე ავეჯში ან მაგიდის ზედაპირში ჩასაშენებლად.
ნიჟარა დამზადებულია ინოვაციური Extraglaze® ანტიბაქტერიული მინანქრით, რაც იცავს ზედაპირს ნადებისგან, უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჰიგიენასა და საგრძნობლად ამარტივებს წმენდის პროცესს.
(არ აქვს გადადინების (Overflow) და შემრევის (Taphole) ხვრელი, რაც იდეალურია კედლის ან მაღალი დასადგამი შემრევის გამოსაყენებლად).
ზომა და მახასიათებლები:
- დიამეტრი: 40 სმ
- სიმაღლე: 14 სმ
- წონა: 8.9 კგ
- ფერი: მქრქალი აგავა (Agave Opaco / Agave matt)
- მონტაჟის ტიპი: დასადგამი (ზედაპირზე) ან ჩასაშენებელი
- გადადინება (Overflow): არა
- შემრევის ხვრელი: არა
- არტიკული (კოდი): 8846-04 (884611)
- იტალია